USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, რომელსაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი MMA-ს განვითარები გეგმები საქართველოში" - მერაბ დვალიშვილი
თარიღი:  1132

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იმის შესახებ დაწერა, თუ რატომ იმყოფება თავის სამშობლოში.

როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანი საქართველოში MMA-ს რამდენიმე დარბაზის გახსნაა და ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. 

"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე.

მე ვარ ჩვენს სამშობლეზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის

ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი MMA-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა MMA-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა.

მინდა, შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში MMA-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს, რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შეაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდნონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი MMA-ს მებრძოლების რაოდენობა UFC-ში. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მოვინახულე რამდენიმე არსებული MMA-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე MMA- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა.

ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, რომელსაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი MMA-ს განვითარები გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC-ის საქართველოში ჩატარების საკითხებზეც", - წერს დვალიშვილი.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის