USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
სპილენძის ქურდობისთვის საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თარიღი:  

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 39 წლის მამაკაცს სპილენძის ქურდობას ედავებიან. პოლიციამ ეჭვმიტანილი  საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე აიყვანა.  მას ახლა შვიდთვიანი პატიმრობა ემუქრება. 

ბერძნული მედიის ცნობით, მამაკაცი წარსულში ასევე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა სალონიკის საპატიმროდან თანამზრახველთან ერთად გაიქცა.  როგორც მედია წერს, კაცმა საკანში ზეწარისგაან 20 მეტრიანი თოკი გააკეთა, ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის