USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
სოზარ სუბარი - ნიკა მელია შეცდენილი ადამიანია, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეაცდინა
თარიღი:  1208

ნიკა მელია არის შეცდენილი ადამიანი, რომელიც შეაცდინა მიშა სააკაშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყენეს საკითხი, რომ რეალურად მათი უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, თვითონ კი არავინ არ არის.

„სააკაშვილმა უთხრა, რომ შენ იქნები გმირი და საბოლოო ჯამში გამოვიდა არავინ. როგორც კი გამოვიდა ციხიდან, აკო მინაშვილმა ეგრევე დაუსვა საკითხი, რომ ჩვენ გვყავს ერთადერთი და უპირობო ლიდერი, ის არის კიევში და შენ არავინ ხარო. პრაქტიკულად პირდაპირ უთხრა ეს", - განაცხადა სუბარმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის