USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სოსო ტყემალაძე - თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან
дата:  814

მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ განაცხადა.

„მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან …. სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები, – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე, დაანახეს როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც არ უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი ბორჯღალოსნებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ რომ ახალი ისტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ”, -განაცხადა ტყემელაძემ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати