USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა
თარიღი:  1066

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ონიკ გასპარიანმა, მისმა მოადგილეებმა, სამმართველოების უფროსებმა და სამხედრო დანაყოფების მეთაურებმა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი პროტესტს გამოხატავს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის უსაფუძვლოდ დათხოვნის გამო.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების საპასუხოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც  მისი გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.

”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად მიმაჩნია. ჩვენს ყველა მომხრეს ახლავე ვიწვევ რესპუბლიკის მოედანზე”, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის