USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სომხეთში ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური აშენდება
თარიღი:  695

სომხეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, მზის ორი ახალი ელექტროსადგურის აშენებას აანონსებს. გეგმის განხორციელების შემდგომ, სომხეთის მიერ მოპოვებული განახლებადი ენერგიის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მიმდინარე თვეში სომხეთის მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2025 წლის ბოლომდე განახლებადი რესურსების კომპანია Masdar-ის მიერ პირველი ელექტროსადგური აშენდება.

Ayg11-ი, 200 მეგავატი სიმძლავრის, შესაბამისად, სომხეთისთვის ყველაზე დიდი მზის ენერგიის ელექტროსადგური იქნება. სომხეთის მთავრობის ცნობით, ელექტროსადგურების მშენებლობის ინიციატორი თავად Masdar-ი იყო. მასვე ჰქონდა უფლება მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პროცესში შემოთავაზებული ტარიფები გაეკონტროლებინა. საბოლოოდ Masdar-ი და სომხეთის მთავრობა 200-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეჯერდნენ, კილოვატსაათის ფასი კი 0,0290 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ახალი ელექტროსადგური სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, არაგაწოტნის პროვინციის ტერიტორიაზე, 500 ჰექტარზე აშენდება. ელექტროსადგურის 15% სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის, ხოლო 85% Masdar-ის მფლობელობაში იქნება. Masdar-ი პროექტში 174 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც რეგიონის მასშტაბით „მწვანე რესურსში“ ჩადებული ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია იქნება.

აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიის წარმოება 2017 წელს 0,4 მილიონ კილოვატსაათს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 56,5 მილიონ კილოვატსაათამდე გაიზარდა. 2021 წლის მარტში, ესპანურ ფირმასთან თანამშრომლობით კიდევ ერთი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რომელიც Ayg11-ის მერე სიდიდით სომხეთში მეორე ელექტროსადგური იქნება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის