USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს
თარიღი:  1518

სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს მეცნიერებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, მათ შორისაა თამარ მეფის დროინდელი იშვიათი მონეტა, თითქმის მთლიანად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების ახალი არტეფაქტები. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღმოჩენილ საგანძურთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონეტა, რომელზეც გამოსახულია თამარ მეფე - XII–XIII საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი მონარქი, რომლის მმართველობის პერიოდიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის პიკად მიიჩნევა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის ისტორიულ ურთიერთკავშირს.

არქეოლოგებმა ციხესიმაგრეში აგრეთვე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც შიდა კედელთან იყო დაკრძალული. სპეციალისტების თქმით, ჩონჩხის დაახლოებით 90% შემონახულია, მხოლოდ თითების ძვლებია დაკარგული. კბილების მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა ასაკის ადამიანი იყო.

ამბერდის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ნაგებობაა, რომელიც თანამედროვე სომხეთის არაგაწოტნის ოლქში, ერევნიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის