სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი, „სომხეთის“ ბლოკი და „აყვავებული სომხეთის პარტია“, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო „კონტრაქტი - 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი - 28 ადგილი, „სომხეთის“ ბლოკი - 11 ადგილი, პარტია „აყვავებული სომხეთს“ - 5 ადგილი.
ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.