USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სომეხები ქალბაჯარის რაიონში საკუთარ სახლებს წვავენ, ვიდრე ის აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდება
თარიღი:  1073

„თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ ვერავინ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - ამ სიტყვებს ურთავს BBC-ის ჟურნალისტი თავის სიუჟეტს, რომელიც ქალბაჯარის რაიონში არსებულ ვითარებას ასახავს.

„აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, რათა ის აზერბაიჯანს არ გადაეცეს“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

 

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის