USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.
дата:  903

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.

სოციოლოგიური კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო.

რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.

მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს.

„28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: „ქართული ოცნება“ 16 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 11, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ 1 მანდატი.

ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე - 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%. როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,“- განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, კვლევაში 987 რესპოდენტი მონაწილეობდა.

ამასთან, როგორც გივი მიქანაძე აღნიშნავს, საზოგადოების მხარდაჭერიდან გამომდინარე, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს.

მისი თქმით, წინასწარ მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს შიდა კვლევები ეტაპობრივად, როგორც კი კვლევები დასრულდება, როგორც დღეს, ასევე სხვა დღეებშიც საზოგადოებას წარედგინება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ ქალაქში რა მდგომარეობაა მხარდაჭერის თვალსაზრისით. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, მინდა გითხართ, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს. რეალურად, ეს წინასწარი შედეგებია, მაგრამ, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს“,-განაცხადა მიქანაძემ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати