გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სოფელ გლდანში, გამარჯვების ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 150 გრძივ მეტრზე ეწყობა. 1 710 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.