USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  544
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამუშაოების დამკვეთია „სპორტმშენსერვისი“.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია სამინისტროს 2023 წლის მაისში ჩაბარდა. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ერთსართულიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, მინი-ფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს ორი სავარჯიშო დარბაზით. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში უკვე გარემონტდა ერთსართულიანი სპორტული დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მინი-ფეხბურთის სტადიონის სრული აღდგენა; პარალელურად რემონტდება ორსართულიანი შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, განახლდება განათებისა და გათბობის სისტემები, დაიგება ახალი იატაკი. აღნიშნული დარბაზი მულტიფუნქციურია და აქ შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ვარჯიშების ჩატარება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში შპს „სპორტმშენსერვისმა“, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ინდმეწარმე რუბენ ლუტიძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო 3440 კვ. მ ფართობის სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 120 910 ლარს შეადგენს.
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება
.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის