USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
სოფელ დიდ ლილოში სპორტული სივრცე მოეწყობა
თარიღი:  375

სამგორის რაიონში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, სპორტულისივრცე მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი სოფელ დიდ ლილოში, არჩილმეფის ქ. N5-ში განხორციელდება და საფეხბურთო მოედნისა და პადელის კორტისმშენებლობას მოიცავს.

„ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს ექნება მაყურებელთატრიბუნა, რომელიც 120 მაყურებელზეა გათვლილი.ადგილები გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვისაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე აშენდებაგასახდელი საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება შესაბამისიინვენტარით. რაც შეეხება პადელის მოედანს, იგი 200 კვ.მ ფართობზეგანთავსდება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულიასატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობაც, დანარჩენი სივრცე კი რეკრეაციას დაეთმობა“, - განაცხადა მერმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლისნოემბრის ბოლოს დასრულდება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის