USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროდასავლელი ივან კორჩოკი ლიდერობს
თარიღი:  734

სლოვაკეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში პროდასავლური და „პრორუსული“ კანდიდატები გავიდნენ.

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ივან კორჩოკი ამომრჩეველთა 42.52%-ის მხარდაჭერით ლიდერობს.

მისი ოპონენტი, მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი 37.03%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. სლოვაკ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 11 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უწევდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის