USD 2.6938
EUR 3.1679
RUB 3.5984
თბილისი
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
თარიღი:  72

20 აპრილს ცვლილება შევიდა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.

ცვლილების თანახმად, სკოლის ექიმად დასაქმების დროს ექიმ-სპეციალისტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას.

ამასთან განისაზღვრა, რომ ბრძანებით გათვალისწინებული საექიმო სპეციალობის მქონე პირის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში, სკოლის ექიმად შეიძლება დასაქმდეს ასევე ბრძანებით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საექიმო სპეციალობის მქონე პირი.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში:

ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;

ბ) საოჯახო მედიცინა;

გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;

დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;

ე) ბავშვთა ნევროლოგია;

ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;

ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია;

თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია;

ი) ბავშვთა ნეფროლოგია;

კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;

ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია;

მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;

ნ) ბავშვთა ქირურგია;

ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია;

პ) ბავშვთა ფსიქიატრია;

ჟ) შინაგანი მედიცინა;

რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.

დეტალურად იხილეთ მინისტრების ბრძანება

მსოფლიო
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის