USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია $282 მლნ-ით, $461 მილიონამდე შეამცირა
თარიღი:  473

სინგაპურის სასამართლომ 282 მილიონი დოლარით, 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი UBS-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. თავად სინგაპურის სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნული განაჩენი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.

საქმე ისაა, რომ 5 ივლისის განაჩენით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო, რის შემდეგაც დადგა საჭიროება ხელახლა შეფასებულიყო მილიარდერისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა. წინა განაჩენით ეს თანხა 742.7 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, თუმცა როგორც ირკვევა, საკომპენსაციო თანხა სასამართლომ საბოლოოდ 282 მილიონი დოლარით შეამცირა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება 21 სექტემბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში გააკეთა, მაშინ მილიარდერმა თქვა, რომ კომპენსაციის მოცულობის დაზუსტება ორივე მხარის ექსპერტის ჩართულობით უნდა მომხდარიყო და ეს მხოლოდ ორი საათის საქმეს წარმოადგენდა, თუმცა Credit Suisse-ის ესქსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.

"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა,"- განაცხადა ივანიშვილმა.

სინგაპურის სასამართლომ 2023 წელს ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან დავაში კომპენსაციის სახით 742.7 მილიონი დოლარი მიაკუთვნა, რაც მისი ყოფილი პირადი ბანკირის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, თუმცა საბოლოოდ 2024 წლის 5 ივლისს სინგაპურის სასამართლომ არ გაიზიარა Credit Suisse-ის არგუმენტი და გამარჯვება ივანიშვილს მიაკუთვნა. თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა რომ კომპენსაციის ზუსტი ოდენობა უნდა ყოფილიყო დადგენილი, რადგანაც თითქმის ანალოგიური დავა განიხილება ბერმუდის კუნძულებზე, სადაც კომპენსაციის სახით 607.3 მილიონი დოლარი არის განსაზღვრული, ამ ორ კომპენსაციას შორის არსებობდა თანაკვეთა და სწორედ ამიტომ გასაცემი თანხა უნდა გადათვლილიყო, რისთვისაც ორივე მხარის ექსპერტს უნდა წარედგინა საკუთარი პოზიცია. ივანიშვილის თქმით, ეს საქმე მხოლოდ 1-2 საათს მოითხოვდა, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ პროცესს 2 თვე მოანდომა, რაც მხოლოდ და მხოლოდ დროის გაჭიანურების მიზნით მოხდა, ხოლო 30 სექტემბერს სასამართლომ საბოლოოდ გასცა გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის თაობაზე, რასაც Credit Suisse-მა ხელი ვეღარ შეუშალა. თუმცა ინტერვიუში ივანიშვილს არ განუცხადებია თუ რა მოცულობის კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და შენარჩუნდა თუ არა ის მოცულობა რაც თავდაპირველად 742.7 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული.

როგორც დღეს ირკვევა კომპენსაციის მოცულობა სასამართლომ მკვეთრად - 282 მილიონი დოლარით, 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის