1962 წელს ტანგანიიკის რესპუბლიკაში (ამჟამად ტანზანია) მომხდარი მასობრივი ისტერიის ან ფსიქიკური ეპიდემიის შემთხვევა.
ეპიდემია დაიწყო 1962 წლის 30 იანვარს სოფელ კაშაშაში, ქალთა სკოლა-ინტერნატში, რომელიც გახსნეს ქრისტიანმა მისიონერებმა. სამმა აღსაზრდელმა დაიწყო უკონტროლო სიცილი და სიცილისაგან გამოწვეული ტირილი. მათი სიცილი გადაედო სკოლა-ინტერნატის 12-დან 18 წლამდე ასაკის 95 მოსწავლეს. სიცილი კონკრეტულ შემთხვევებში გრძელდებოდა რამდენიმე საათიდან 16 დღემდე. პედაგოგები სიცილის ეპიდემიაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეები ვერ ამახვილებდნენ ყურადღებას საგაკვეთილო პროცესისადმი, 1962 წლის 18 მარტს სკოლა-ინტერნატი დროებით დაიხურა. 21 მაისს შეეცადნენ მეცადინეობა აღედგინათ, მაგრამ უშედეგოდ (ამ დროისათვის სიცილის ეპიდემია გასცდა სოფლის ფარგლებს).
სკოლის დახურვის შემდეგ მოსწავლეები გააგზავნეს საკუთარ სახლებში და ეპიდემია გავრცელდა მეზობელ სოფელ ნშამბაში. აპრილში და მაისში სიცილის ეპიდემია მოედო კიდევ 217 ადამიანს, რომელთა უმრავლესობა იყვნენ ბავშვები და ახალგაზრდები. ივნისში სიცილი გადაედო რამაშენეს ქალთა სკოლის 48 მოსწავლეს, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ბუკობის მახლობლად.
სიცილის ეპიდემია დასრულდა დაწყებიდან 18 თვის შემდეგ[8]. გარდა სიცილისა, რეგიონიდან იტყობინებოდნენ ისეთ თანამდევ პროცესებზე როგორიცაა ტკივილი, მეტეორიზმი, სუნთქვის პრობლემები, გამონაყარი. საერთო ჯამში დაიხურა 14 სკოლა და 1 000 ადამიანი მოექცა სიცილის ეპიდემიის გავლენის ქვეშ.
სიცილის ეპიდემიის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად სკოლის მოსწავლეებისთვის ცუდი პირობების კომბინაცია (არასასიამოვნო სკამი, საერთო საცხოვრებელი ფანჯრების გარეშე და მასწავლებლების სიმკაცრე) და პროტესტის უუნარობა სახელდება.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.