ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა.
ჩინეთის პრეზიდენტს ბელგრადის ნიკოლა ტესლას აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა.
„ჩინეთსა და სერბეთს ღრმა, ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობამ ცვალებად საერთაშორისო გარემოს გამოცდას გაუძლო და ერებს შორის ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითი გახდა. პრეზიდენტ ვუჩიჩის მოწვევით სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ჩემთვის დიდი პატივია“, - განაცხადა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, სერბეთში ჩასვლამდე სი ძინპინი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ჩინეთის პრეზიდენტი სერბეთის შემდეგ უნგრეთს ეწვევა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.