USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში
თარიღი:  425

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების გამო.

შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან პეკინში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, რომ ევროკავშირი გახდეს მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი.

ჩინეთის ლიდერმა ევროკავშირს მოუწოდა, აღმოფხვრას ორმხრივ ურთიერთობებში ყოველგვარი ჩარევა.

სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სწორად აღქმა და ურთიერთგაგებისა და ნდობის წახალისება სჭირდება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის