USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სი ძინპინი - ტაივანი ჩინელი ხალხის საშინაო საქმეა
дата:  1398

ჩინეთი სხვა ქვეყნებზე ზეწოლას არ ახორციელებს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლის გასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა ჩინეთში კომუნისტური პარტიის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„მხოლოდ სოციალიზმს შეუძლია ჩინეთის გადარჩენა და მხოლოდ სოციალიზმით შეძლებს ჩინეთი განვითარებას მომავალში. ჩვენ არავის მივცემთ ჩინეთზე ზეწოლის უფლებას. ჩვენ არ მივიღებთ გაკვეთილებს მათგან, ვინც ფიქრობს, რომ უფლება აქვთ დაგვარიგოს“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ტაივანში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩინელი ხალხის საშინაო საქმეა, რომელში ჩარევის უფლებაც გარეშე ძალებს არ აქვთ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати