USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
სი ძინპინი - ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან
Date:  559

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, - ინფორმაციას  ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის“, -აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე.

შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი ვაშინგტონს ხუთშაბათს, რამდენიმე დღის ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way