USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
შვეიცარიის ცენტრალური ბანკი Credit Suisse-ს გადაარჩენს და მას $54 მილიარდს ასესხებს
дата:  381

გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა Credit Suisse-ის გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალური ორგანო კოლაფსის პირას მყოფ Credit Suisse-ს 54 მილიარდ დოლარს ასესხებს.

თანხის ნაწილი ვალდებულებების გადაფარვას და Credit Suisse-ის ფინანსური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

Credit Suisse-ი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკის ფუნქციონირებაზე შვეიცარიის ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული, შესაბამისად, მის გაკოტრებასა და კოლაფსს შვეიცარიის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

$54-მილიარდიანი დახმარება რეალურად გრძელვადიანი შეღავათიანი სესხია, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ იმის გამო გასცა, რომ თავიდან აერიდებინა ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის კოლაფსი.

უკანასკნელ პერიოდში Credit Suisse-ის დაღმასვლა და ბირჟაზე მისი აქციების 30%-იანი ვარდნა ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების დაგვიანებასთანაა დაკავშირებული, რისი განმაპირობებელი მიზეზიც აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნაა, რომელიც აუდიტირებულ დასკვნას გარკვეული გადაცდომების გამო არ ადასტურებს.

გარდა ამისა, Credit Suisse-ის უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდება ვერ მოხერხდება და Credit Suisse-ს საკუთარი ფინანსური რესურსებით მოუწევს პრობლემებთან გამკლავება.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი Credit Suisse-ის 10%-იან წილს ფლობს, ინვესტიციის დამატებით გაზრდისთვის კი აქციონერების მხრიდან ნებართვის მიღებაა აუცილებელი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელს Credit Suisse-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, Harris Associates Capital-მა კომპანიის 10%-იანი წილი სრულად გაყიდა. HAC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გაზრდილი განაკვეთების ფონზე, დასავლური საფინანსო ორგანიზაციები და კომერციული ბანკები რეკორდული მოგების გენერირებას ახერხებენ, Credit Suisse-ი კი ზარალზე გადის, რაც კომპანიაში ინვესტიციის შენარჩუნებას არარაციონალურ ქმედებად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ გასული 2022 წელი Credit Suisse-მა $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.

მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.

ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 85%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.


ვრცლად შვეიცარიული ბანკის დაღმასვლის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა Credit Suisse კოლაფსის ზღვარზე?

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати