USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, 24, 26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს
თარიღი:  
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, 24, 26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს. დასუფთავების ღონისძიებაში ჩართული იყო სპეცტექნიკა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კორპუსების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია. მოსახლეობის თხოვნითა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით, დავგეგმეთ აქცია. სრულად დასუფთავდა და გაიწმინდა ტერიტორია. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც არ ათავსებდა ახლომდებარე ურნებში, ამ ადგილას აგროვებდნენ სამშენებლო ნარჩენთან ერთად და იყო ანტისანიტარია. ამ მისამართზე კიდევ დავამატებთ ახალ კონტეინერებს და მომავალში გაკონტროლდება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.


მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის