USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
შოიგუ პრიგოჟინის ამბოხზე: ამ პროვოკაციას ჯარის ქმედებებზე გავლენა არ მოუხდენია
Date:  443

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, მომხდარს ჯარებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

„ეს გეგმები ჩავარდა პირველ რიგში იმის გამო, რომ შეიარაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ ფიცისა და სამხედრო ვალისადმი ერთგულება აჩვენა. პროვოკაციას ჯარის ქმედებებზე გავლენა არ მოუხდენია. სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას“, - აცხადებს შოიგუ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way