USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Date:  799

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტში, ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, პოლიციას პროსტიტუციის მფარველობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, ციტატა მათივე სიუჟეტიდან - „პოლიცია მფარველობს პროსტიტუციას“.დღევანდელ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ გასულ კვირას, რეპორტაჟის გასვლის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვლავ გააგრძელეს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.

ასევე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, კერძოდ, მათ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების გადატანაში, გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ამ პირის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.ასევე, საზოგადოებას მიაწოდეს აბსურდული ვერსია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გასულ კვირას დააკავა, თითქოსდა კავშირში იყო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში დასახელებულ პატრულ-ინსპექტორთან.ის, რომ მათ მიერ დასახელებული პატრულ-ინსპექტორი არ ყოფილა დაკავებული ან შეჩერებული ნარკოტიკების გადატანის გამო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს კომენტარის დროს განუმარტა. მინისტრის ამ კომენტარის შემდგომ, პრესსამსახურმა დამატებით, კიდევ ერთხელ განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად რეაგირებს თითოეულ სამართალდარღვევაზე, მათ შორის მედიაში გასულ არგუმენტირებულ, დადასტურებულ ინფორმაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way