USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
თბილისი
შიდა ქართლში არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოვლინდა
თარიღი:  501

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ ობიექტებს:

· ფრინველთა სასაკლაო - ინდმეწარმე ნ. ზ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის ტანხორცი;

· ფრინველთა სასაკლაო - მ. თ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

· ფრინველთა სასაკლაო - ბ. კ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე;

· ფრინველთა სასაკლაო - გ. ბ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

· კვერცხის წარმოება - ბ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარე

· ფრინველთა სასაკლაო- გ. მ.(მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

· ფრინველთა სასაკლაო - მ. გ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

· ფრინველთა სასაკლაო- ა. ჩ. (მის: გორის რაიონი, სოფ დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

· ფრინველთა სასაკლაო- “შპს ქათმის ხორცპროდუქტები” ( მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის