USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს www.rs.ge საინფორმაციო ფანჯარა - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა
თარიღი:  474

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს გადასახადის გადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცე სახელწოდებით - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არის ერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებს სხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციის წარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც მათ დროულ ინფორმირებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/NewBusiness

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის