USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
შემოდგომიდან რძის პროდუქტები 5-7%-ით გაძვირდება
дата:  791

რძის პროდუქტების მწარმოებლები შემდგომიდან ნაწარმის გაძვირებას პროგნოზირებენ. ამის შესახებ კომპანიების ხელმძღვანელები BM.GE-სთან საუბრისას აცხადებენ. 

მათი განმარტებით,  პროდუქციის გაძვირების მიზეზი 1-ლი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა და ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, რაც პროდუქტს 5-7%-ით გააძვირებს, ეს კი ბაზარზე შემოდგომიდან აისახება.

“რძის ლაბორატორიის” მენეჯერი სოსო მაისურაძე, რძის ნაწარმზე ფასების ზრდის მიზეზებს შორის, გაძვირებულ საწვავს და შედეგად ლოგისტიკაზე გაზრდილ ფასებსაც ასახელებს. ფასის ზრდის პირობებში, კომპანიაში პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებას არ ელიან, რადგან მათი პროდუქტი ნატურალურ რძეზე მზადდება, რასაც თავისი სეგმენტი ჰყავს.

“შემოდგომიდან ფასების გადახედვა, 5-დან 7%-მდე მოგვიწევს. თუ მაგალითად ჩვენთან 1 კგ იმერული ყველი 19 ლარი ღირდა, შემოდგომიდან მისი ფასი 20 ლარი გახდება. ეს ზოგადი ინფლაციის ფონზე, მომხმარებლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა. არ ვფიქრობთ, რომ ფასის ზრდის გამო მომხმარებელი შეგვიმცირდება, რადგან მათ გარკვეული კუთხით ახალი ფასების მიმღებლობა აქვთ”, - აღნიშნა სოსო მაისურაძემ.

“ცივის ყველის” დამფუძნებლის გოჩა ღაღაშვილი კი ამბობს, რომ 1 ივლისიდან ბუნებრივ აირზე გაზრდილი ტარიფების ასახვას დრო სჭირდება და ეს შემოდგომაზე მოხდება.

“1-ლი ივლისიდან გაძვირებული ტარიფის გადახდა ჩვენ პირველი აგვისტოდან მოგვიწევს, შემდგომ თვითღირებულებას დავითვლით და პროდუქტის დაახლოებით 5%-ით გაძვირება მოგვიწევს. ფასის მატებას შემოდგომაზე ვაპირებთ, რადგან გაზზე მომატებული ფასი ჩვენს თვითღირებულებაზე სწორედ ამ დროს აისახება. ახლა ჩვენთან 1 კგ ყველის ფასი 40 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს”, - განმარტა ღაღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 1 ივლისიდან გაძვირდება. თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება და 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати