USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
შეხვედრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე
дата:  565

29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები ესწრებოდნენ. 

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის  კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати