USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
"შეასრულე შეთანხმება"- მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს
თარიღი:  621
 
პარლამენტის შენობასთან “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

აქციას მართავენ გიორგი რურუას ახლობლები. ისინი მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და შესაბამისად, მის გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტთან მეორე აქციას მართავს მოძრაობა “სირცხვილიაც”. ისინი პარლამენტისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში დღეს  მონაწილეობა არ მიიღეს “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა, რომლებიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა საარჩევნო სისტემაზე. თუმცა, ამის გარდა, შეთანხმების მემორანდუმში  საუბარია მართლმსაჯულებაზეც. ოპოზიცია აცხადებდა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მათ საპატირმო დატოვეს, თუმცა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა იარაღი “ჩაუდეს”.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის