USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს!
თარიღი:  580

თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგან „ყრუ კედელი“ დახვდა, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა.

„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს! საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის