USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი - 6 ოპოზიციური პარტიის განცხადებით მათ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვთ, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა?
Date:  762

განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე. თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადახედვას შეეხებოდა.

მისივე თქმით, სჯობს, პარტიები კონსტიტუციაში გაწერილი ბარიერისთვის მოემზადონ.

„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს. 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე, რომელმაც განაცხადა რომ არ აქვს პრობლემა, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way