USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
შალვა ოგბაიძე - პირველი ქალბატონი, რომელსაც საქართველოში მართვის მოწმობა ჰქონდა გახლდათ ნატო ვაჩნაძე
თარიღი:  1444

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, თავის ფეისბუკის გვერდზე საინტერესო ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს, თბილისის ავტოკლუბის ისტორიის შესახებ:

"ამ ფოტოს მეტად საინტერესო ისტორია გააჩნია:

თქვენ ხედავთ სავარაუდოდ 1947-1948 წლებში გადაღებულ ფოტოს, რომელიც ასახავს თბილისის ავტოკლუბის (ყოველ მანქანაზე სპეციალური ფლაგშტოკითაა დამაგრებული ავტოკლუბის დროშა) მიერ ორგანიზებულ ავტოგადარბენას ,,თბილისი-გორი-თბილისი''.

სხვა მონაწილეებთან ერთად ამ გადარბენაში მონაწილეობად ნატო ვაჩნაძეც (წინა პლანზე).

მე დავუკავშირდი ბატონ ელდარ შენგელაიას და მან მეტად საინტერესო ამბავი მომითხრო:

თურმე პირველი ქალბატონი, რომელსაც საქართველოში მართვის მოწმობა ჰქონდა-გახლდათ ნატო ვაჩნაძე.

ნატო ვაჩნაძეს კარგი სამძღოლო პრაქტიკა დაუგროვდა ,,M-1'' ავტმომობილის მართვის, მაგრამ 1941 წელს მათი ოჯახის კუთვნილი მანქანა მოხვდა საერთო სამობილიზაციო გეგმაში და ,,გაიწვიეს'' ომში, სადაც ეს ავტომობილი ,,დაიღუპა'' და ამის შესახებ შენგელაიების ოჯახმა სპეციალური შეტყობინებაც მიიღო.

ომის დამთავრების შემდეგ მათ ოჯახს გამოუყვეს ნადავლით(ე.წ. ,,ტრაფეინი'') ჩამოტანილი ავტომობილი ,,Steyr''.

P.S. ახლა დავიწყებ პირველი ქართული ავტოკლუბის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას."- წერს შალვა ოგბაიძე

მიყევით ბმულს - შალვა ოგბაიძე

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის