USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
სევეროდონეცკში რუსი სამხედროები ქალაქის 2/3-ს აკონტროლებენ, განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 90%
თარიღი:  718

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, „სასტიკი თავდაცვის ფონზე ქალაქში საცხოვრებლების 90% განადგურებულია“.

მისი თქმით, სევეროდონეცკი გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმის ქვეშ იყო, თუმცა არ დანებებულა.

„გუშინ ბრძოლები ქალაქის შესასვლელთან მოხდა. ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ორკების ავანგარდის შეჩერება, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქში შეჭრას. სევეროდონეცკი თავს იცავს. მტერი ქალაქის 2/3-ზეა ლოკალიზებული, მაგრამ ქალაქი ალყაში არ არის“, - განაცხადა სერგი ბრაჩუკმა.

მისივე ინფორმაციით, იბომბება აზოტის ქიმიური ქარხანა და არიან გარდაცვლილები, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე საწარმოს თანამშრომლებს შორის.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის