USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება
თარიღი:  980

გავაგრძელებთ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობარსა და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს წინსვლის გზა - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის