USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
სერგეი ლავროვი ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრება
Date:  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს რუსეთის შეფასებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი გამოწვევების, მათი შიდა მიზეზებისა და დინამიკის შესახებ, ასევე ამ პრობლემების ეფექტურად დასაძლევად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ლავროვს დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა კოლეგებთან „განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებიდან“.

რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way