USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
სერგეი ლავროვი - უკრაინას რუსეთი თავს არ დასხმია
дата:  731

სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. რუსეთი არც უკრაინას დასხმია თავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის უკრაინელ კოლეგა, დმიტრო კულებასთან, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას.

„ჩვენ ავხსენით, რომ დადგა მდგომარეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. ამას ჩვენ არაერთი წლის განმავლობაში ვახსენებდით, ვთხოვდით, მოვუწოდებდით, მაგრამ არავინ გვისმენდა. პრეზიდენტ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია. რაც შეეხება ახალ ფაქტებს, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამოაშკარავდა - კერძოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, როგორც ამბობენ, ამ სახალხო რესპუბლიკებზე თავდასხვა დეტალურად იგეგმებოდა, თანაც ამ თვეში.

აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, თუ რას საქმიანობს პენტაგონი თავისი ფულით შექმნილ ლაბორატორიებში. ისინი უკრაინის ტერიტორიას იმისთვის იყენებენ, რომ პათოგენებზე ექსპერიმენტები ჩაატარონ, რაც შემდგომში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ. აშშ-ის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია საჯაროდ უარყვეს, ეს არ არის გასაკვირი. გაერო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ეს არ არის გასაკვირი, რადგან აშშ ამ საქმიანობას მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ახორციელებს. ზუსტად ასე ისინი მოქმედებენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც - ისინი რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პერიმეტრზე სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნიან“, - განაცხადა ლავროვმა.

ის ასევე შეეხო დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მოწოდების საკითხს.

„უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროკავშირი, ყველა თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას - ათასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელთა გადატანაც ყველგან არის შესაძლებელი. ტერორისტები მათ ძალიან ხშირად იყენებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო ავიაციაციისთვის საფრთხე შეექმნათ. სად მოხდება ამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადატანა, ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ვუსვამთ. როდესაც ისინი ინტერესდებიან იმით, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში რუსეთისადმი საფრთხისა და მუქარების შემცველი პოლიტიკა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ პასუხი არ აქვთ. ეს საფრთხე და რისკები სამოქალაქო ავიაციისთვის მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის საჰაერო სივრცეს, აღნიშნული საფრთხე შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს“, - განაცხადა ლავროვმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати