რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.
„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ლავროვმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.