მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-თან ინტერვიუში .
„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საზღვრებზე მტრული ძალების ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნა ლავროვმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.