USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების მერე, სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს
дата:  625

სამხრეთ კორეაში, ქალაქ სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიცია ავრცელებს. ცნობილია, რომ სეულის მერის ცხედარი ქალაქში Bugaksan-ის მთაზე იპოვეს. 64 წლის პარკ ვონის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ სეულის მერმა თავი მოიკლა.

მერის ცხედარი რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს, ვონის გაუჩინარებამდე კი სამხრეთ კორეაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარკ ვონს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, ამ დრომდე უცნობია ჩაუტარდა თუ არა ცხედარს ექსპერტიზა.

აღსანიშნავია, ისიც რომ გარდაცვლილი პარკ ვონი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსი იყო და ის მოიაზრებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად. სწორედ ეს იწვევს კითხვის ნიშნებს. გარდაცვლილ ვონს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

წყარო: amerikiskhma.com

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати