USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
საყოველთაო პროტესტის გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო სისტემის რეფორმა მომავლისთვის გადადო
Date:  

საყოველთაო პროტესტის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო სისტემის რეფორმა, ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო, გადადო. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

“ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილების სურვილიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მეორე და მესამე მოსმენის გადადება, რათა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს. ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც „რეალური საფრთხეა ისრაელელების ეროვნული ერთიანობისთვის“.

„ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავადო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - დასძინა ისრაელის პრემიერმა.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way