თბილისსა და რეგიონებში 100-მდე ბიზნესის მფლობელი ქალი-მეწარმე გადამზადდა.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ სავაჭრო პალატამ, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-თან თანამშრომლობით განახორციელა.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პროექტის შედეგები და მიღწევები, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ, მეწარმეებთან და კანადის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შეაჯამეს.
მათ დარგის ექსპერტების დახმარებით პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში. ასევე, მონაწილეებს ტრენინგ კურსი ჩაუტარდათ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.