USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თარიღი:  354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს და 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და ზოგადად, რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.
აღინიშნა, რომ ტყის მართვის გეგმების მომზადება, ტყის აღდგენის მასშტაბების ზრდა და მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების მექანიზმის გაუმჯობესება მთავარ პრიორიტეტად რჩება.
 „ტყის კოდექსის ეფექტიანი აღსრულება და სატყეო სექტორის განვითარება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ტყეების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერისთვის, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა არსებული გამოწვევების დაძლევა და დადებითი შედეგების მიღწევა კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტყის მდგრადი მართვის გასაძლიერებლად. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 700 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე ჩაატარა; ყოველწიურად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მოცულობა; ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოეწყო 54 „საქმიანი ეზო“ და მიმდინარე წლის განმავლობაში, კიდევ 16 „საქმიანი ეზო“ გაიხსნება; საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურები სატყეო სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა.
სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე კახა კაკაბაძე და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის