USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით თბილისში, ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა
თარიღი:  551

თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს. ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია იყო "ანაგი", რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებას და მშენებლობა 850 მილიონ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით.

სატენდერო კომისია ამ დრომდე სატენდერო წარდგენილ წინადადებებზე მსჯელობდა. როგორც ირკვევა მის ორ მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო, შესაბამისად მასში ერთადერთი მონაწილე "ანაგი" რჩებოდა, თუმცა, სატენდერო კომისიის განმარტებით იქიდან გამომდინარე რომ საფასო სხვაობა წარდგენილ წინადადებებს შორის ძალიან დიდი იყო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ტენდერი შეწყდეს და განახლებული და დაზუსტებული პირობებით გამოცხადდეს.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდებოდა:

  • ანაგი (საქართველო) - 850 მილიონი ლარი;
  • მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) - 789.4 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია);
  • YDA İNŞAAT (თურქეთი) - 744.9 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია).

 

"იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალი სტადიონის აშენებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნებოდა, შესაბამისად თუკი გამარჯვებული გამოვლინდებოდა, მისი მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულებულიყო.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის