USD 2.6554
EUR 3.0835
RUB 3.6734
თბილისი
სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორებს წილების გასხვისება აუკრძალა
თარიღი:  884

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამ კომპანიას და მის ამჟამინდელ მფლობელებს წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის წარმდგენი გარდაცვლილი ბიზნესმენის უფლებამონაცვლე მეუღლე მარინე წამალაიძეა. არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, მაგრამ იმავდროულად არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. კერძოდ, 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 50% წილს. არსენ კუტალაძე დასახელებული კომპანიებიდან იღებდა შემოსავალს, ახორციელებდა კომპანიების სრულ ფინანსურ მმართველობას, მაგრამ დასახელებულ კომპანიებში რეგისტრირებული წილის მფლობელ ბიზნეს-პარტნიორებთან - მერაბ კუტალაძესთან, რომელიც ძმაა და დავით ქათამაძესთან, რომელთანაც არსებობს მირონით ნათესაობა, სწორედ განსაკუთრებული ნდობისა და ნათესაური ურთიერთობის მხედველობაში მიღებით, წილობრივი მონაცემები ოფიციალურად არ განუსაზღრავთ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა არსენ კუტალაძე, 2019 წლის 7 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, თუმცა სამკვიდრო ქონების მასაში, აგრეთვე არ აღმოჩნდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსებული არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილებიც, რომლის ფლობას, არსებობას, ნამდვილობას და შესაბამისი პროპორციულობით ფინანსური სარგებლობის მიღებას ადასტურებს არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება უკვე მისცეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს.

საქმეზე წარმოდგენილი, გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნით შემოწმებული 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 7 მარტის, მათ შორის ოჯახთან ახლოს მყოფი სასულიერო პირის მონაწილეობით შეხვედრების ამსახველი აუდიო ჩანაწერებით დასტურდება არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილების არსებობის ფაქტი 2005 წლის 28 სექტემბერს, 2006 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ კომპანიებში, სწორედ იმ მოცულობითა და პროპორციულობით, რაც წარმოდგენილია სასამართლოში მოთხოვნის სახით. ძმამ - მერაბ კუტალაძემ და გარდაცვლილი ბიზნესმენის პარტნიორმა დავით ქათამაძემ მარინე წამალაიძეს დაპირდნენ, რომ არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილები რეგისტრირდებოდა არასრულწლოვანი შვილების სახელზე, თუმცა დღემდე - უშედეგოდ. ამდენად, ოჯახმა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და წილზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სასამართლოს მიმართა.

სასამართლოს მსჯელობის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე კომპანიებში, მოპასუხე მერაბ კუტალაძის და დავით ქათამაძის სახელზე რიცხულ წილებზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვა. მოპასუხეებმა შესაძლებელია გაასხვისონ სადაო წილები ან დატვირთონ უფლებრივად, რაც შემდგომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას.

სასამართლო განმარტავს, რომ თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, ვთქვათ, ქონების რეალიზაციის გამო, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან.  ამ პირობებში კი, სარჩელის მოთხოვნის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული წილების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით ის სამართლებრივი გარანტიები იქნება შექმნილი, რომლითაც მოხდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში, თუ საქმის არსებითად განხილვის შედეგად სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიიჩნევს. უზრუნველყოფის არსიც სწორედ ის არის, რომ მოპასუხემ ქონება არ გაასხვისოს და მოსარჩელეს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროება არ შეექმნას.

აღსანიშნავია, რომ დავის მონაწილე მოპასუხე კომპანიებსა და რეგისტრირებული წილის მფობელ პირებს სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა დაიწყო, რომელიც საგამოძიებო პროცესში არსებული შედეგების ანალიზს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

წყარო:„ახალგაზრდა ადვოკატები“

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის