USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
სასამართლომ გიორგი უდესიანი, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე, დამნაშავედ ცნო
თარიღი:  1041
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
 
"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი.
 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით და მუქარით, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ბიზნესმენი მოიტაცეს, იძულებით მოათავსეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს.
 
ბრალდებულები იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისუფლებააღკვეთილ პირს, მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას. აღნიშნული მიზნით, საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულების დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ორგანიზატორი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლითა და 24, 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2012 წლის ამნისტიის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე ბრალდებული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იქნა ცნობილი დამნაშავედ და 2012 წლის ამნისტიის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა."
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის