USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკი დროებით იკეტება
თარიღი:  731

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება, რის გამოც პარკი დროებით იკეტება. აღნიშნულის შესახებ კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება:

“დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა:

“სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაგეგმვის ეტაპზე, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა იყო და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის