USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
"საქსტატი“ - იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2020 წლის იანვართან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა
თარიღი:  1376

2021 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2020 წლის იანვართან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფულადი გზავნილების მაჩვენებლებშია აღნიშნული.

სებ-ისცნობით, 2021 წლისიანვარშიქვეყანაშიშემოსულიფულადიგზავნილებისნაკადებისმოცულობამ 149.8 მლნაშშდოლარი (493.8 მლნლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით, ანუ 24.1 მლნაშშდოლარითმეტია 2020 წლისიანვრისანალოგიურმაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის