2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 816.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 525.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით).
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11 234.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.