USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
„საქსტატი“ - 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით მეტია
Date:  361

2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 ასაკის მოგზაურების მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით მეტია.

„2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი

ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის

მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 79.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ

ექსკურსანტების5 წილმა 16.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2024 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 496.0 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (583.5 ათასი), თურქეთისა (436.3 ათასი) და სომხეთის (344.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ

კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.1 პროცენტს შეადგენდა.

2024 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (59.2 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში, შესაბამისად, 1 179.5 ათასი და 1 124.8 ათასი ვიზიტი.

2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო

რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.8 ღამე) 7.2 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2 პროცენტით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way